მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1311
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1311

2012 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

მესტიაში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. 2012 წლის განმავლობაში შპს „MESTIA RESORTS“-ის ადმინის­ტრაციული ხარჯების, წყალგაყვანილობის სარეაბილიტაციო სამუშაო­ებისა და კურორტზე არსებული საზაფხულო ბანაკის მოწყობის და ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწი­ნებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „MESTIA RESORTS“-ს გადაურიცხოს 270 000 (ორას სა­მოც­დაათი ათასი) ლარი.

2. ეთხოვოს მესტიის მუნიციპალიტეტს, განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი 270 000 (ორას სამოცდაათი ათა­სი) ლარით გაზარდოს შპს „MESTIA RESORTS“-ის კაპი­ტა­ლი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „MESTIA RESORTS“-ისათვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც მესტიის მუნიციპალი­ტეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.

 

პრემიერ-მინისტრი                          ივანე მერაბიშვილი

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია