საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1300
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1300

2012 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში სამონტაჟო სამუშაოების განხორციელების შესახებ

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გა­დაად­გილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 01) 3 200 (სამი ათას ორასი) ლარი მიმართოს ქ. სამტრედიაში, ჭავჭავაძის ქ. №2‑ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობი­ექტ­ში გამწო­ვის (რეფრექტორების) მონტაჟისათვის საჭირო სამუშაოების შეს­ყიდვი­სა­თვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუ­პირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, გან­სახ­ლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორ­ციელების მიზნით, საჭირო სამუშაოების სახელმწიფო შეს­ყიდვები გა­ნა­ხორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                   ივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია