ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1296
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1296

2012 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვით­მმარ­თველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალის­წი­ნებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა კურორტ გუ­და­ურის ვებგვერდის, გრაფიკული დიზაინისა და მარკე­ტინ­გის – საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისათვის გათვა­ლის­წინე­ბული მო­მ­სახურების სახელმწიფო შეს­ყიდვა განა­ხორციე­ლოს გამარ­ტი­ვე­ბული შეს­ყი­დ­ვის საშუალებით.

2. სახელმწიფო შეს­ყიდვა გა­ნ­ხორციე­ლდეს ქ. თბილისის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის გან­ვი­თარების ფონდისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესყიდვა განახორ­ციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.

 

 პრემიერ-მინისტრი                                         ივანე მერაბიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია