|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 იანვრის №2 დადგენილების №1 დანართში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება: |
1.
მე-12 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, გ) იმ გაჭირვებულ მოქალაქეებს, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან (გარკვეული პროცენტით) და უჭირთ თანხის 100%-ით შევსება, განესაზღვროთ დახმარების ოდენობა არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.“. |
2.
მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დაუშვებელია ამ წესით დახმარების გაცემა იმ დაავადებათა მკურნალობაზე, რაზედაც ანალოგიური დახმარების გაცემა გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სახელმწიფო პროგრამებიდან, გარდა მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ)“ ქვეპუნქტისა." |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|