,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №3 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 14.02.2014 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №17 დადგენილებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.“.
|