|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 360050000.22.023.016137, 10/05/2013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია (იურიდიული მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. სინდიეთი)“. |
2.
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე პუნქტი:
„23. მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს მაჭახელას ეროვნულ პარკს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|