2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
700
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №700

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, კომპანია Optimum Enerji Üretim A.Ş-ს, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი 2011 წლის 19 თებერვალს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

პრემიერ-მინისტრი                                                                       ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია