„სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1274
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-07-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1274

2012 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შე­საბამისად, „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონის­ძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით და­მტკიცებული №2 დანართის – „ვაუჩერის დარიგების და ანაზღაუ­რე­ბის წესის“ მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. თუ ვაუჩერების დარიგების შემდეგ გამოვლინდა ბეჭდვისას, შევ­სებისას ან სხვაგვარი დაზიანებით გამოწვეული ხარვეზები/უზუ­ს­ტობები, ასევე საჭიროა იმ ოჯახების იდენტიფიცირება, რომელთაც გა­აჩნიათ ელექტროენერგიის საერთო მოხმარების მრიცხველი ან დაბეჭ­დილ ვაუჩერზე ასახული რომელიმე მონაცემი არ შეესაბამება იმ პირის მონა­ცემებს, რომელზეც უფლებამოსილი პირის მიერ გაიცა ვაუჩერი , რაც აფერხებს ვაუჩერის დადგენილი წესით განაღდების პროცესს, უფლება­მოსილი პირი ინდივიდუალურად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაცემული ვაუჩერის დამო­წმების თაობაზე.“.

 

პრემიერ‑მინისტრი                            ივანე მერაბიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია