„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
427
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-07
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №427

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

 „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის №36 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის მიზნით (არანაკლებ: 300 ტრაქტორი, 150 გუთანი, 50 კომბაინი, 1050 მისაბმელი) უზრუნველყოს „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 01 02) გამოყოფილი ასიგნებებიდან 15 400 000 (თხუთმეტი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე გადარიცხვა.“.

2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. მიეცეს უფლება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად საჭირო დარჩენილი თანხის გადახდა განახორციელოს სესხის სახით აღებული თანხით.

12. ამ განკარგულებით გათვალისწინებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებული ღონისძიებები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

 პრემიერ-მინისტრი                                                  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია