საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1244
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-25
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1244

2012 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

      „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კულ­ტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით „ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ“ პროგრამისათვის გათვა­ლისწინებული ასიგნებებიდან განახორციელოს ჰოლანდიაში წმინდა სა­მების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის გასტროლებთან დაკავ­შირებული ხარჯების დაფინანსება 16 500 (თექვსმეტი ათას ხუთასი) ევ­როს ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

 

პრემიერ-მინისტრი                              ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია