ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 1002
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა და სს „ნოვო ნორდისკ A/S“-ს შორის გაფორმებ უ ლ „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ შესაბამის ხელშეკრულებ ებშ ი შესატანი ცვლილებების პროექტების მოწონების თაობაზე
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა და სს „ნ ოვო ნორდისკ A/S“-ს შორის მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დიაბეტით დაავადებულ მოზრდილ ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში, სამკურნალო საშუალებების შესყიდვის მიზნით განხორციელებული ტენდერის შედეგად გაფორმებული 2011 წლის 11 მაისის № პ/3512022701/12 – 52426/2011/Georgia/MoH სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში და დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში სამკურნალო საშუალებების შესყიდვის მიზნით განხორციელებული ტენდერების შედეგად გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2011 წლის 19 ივლისის №პ/3512022702/50 – 52426/2011/Georgia/MoH-Children, 2011 წლის 18 აგვისტოს №პ/3512022702/62 – 52426/2011/Georgia/MoH-Children-1, 2011 წლის 20 ოქტომბრის №პ/3512022702/76 – 52426/2011/Georgia/MoH-Children-2 და 2012 წლის 6 თებერვლის №პ/35030306/5 – 52426/2012/Georgia/MoH-Children-3 ხელშეკრულებებში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №492 დადგენილების 121 პუნქტის შესაბამისად შესატანი ცვლილებების პროექტები .
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შემდგომში ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელშეკრულებებში ისეთი ხასიათის ცვლილებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლას ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითების საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობის თანხმობას.
პრემიერ‑ მინისტრი ნ. გილაური