რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1001
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 1001

2012 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

  რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიერ 2012 წლის 1 მარტიდან 2012 წლის 1 მაისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის შედეგად  წარმოშობილი დავალიანების დაფარვის მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 06) მიმართოს 15 424 (თხუთმეტი ათას ოთხას ოცდაოთხი) ლარი.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურება განახორციელოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

 პრემიერ-მინისტრი                                                         ნ. გილაური

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია