|
,,ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ონის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 იანვრის N3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016107) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის: |
ა)
მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 10. ომის ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების დახმარება“ |
ბ)
მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ომის ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|