„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №499 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1210
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-20
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №499 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1210

2012 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №499 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესა­ბა­მისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქ­ტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელე­ბე­ლი პროექ­ტე­ბის ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №499 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების მთელ ტექსტში მითითებული სიტყვები „შპს „საგ­ზაო ტე­ქ­ნიკა“ შეიცვალოს სიტყვებით „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპა­ნია“;

ბ) მე-2 პუნქ­ტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენ­­­­დე­­რისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრი­ლის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქ­ტების საფუძველზე, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპა­ნიის“ მიერ ამ განკარ­გუ­ლების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღო­ნისძიებების სახელმ­წი­ფო შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქ­ტით და 21-ე მუხლით დადგენილი მო­თ­ხოვ­ნები.“.

 

      პრემიერ-მინისტრი                            ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია