„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2396 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1196
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2396 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1196

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2396 განკარგულებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

   1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხ­ლის შესაბამისად, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტე­დი­სათვის (საქართველო) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 დეკემბრის №2396 გან­კარ­გულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხ­ლის მე‑2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედს (საქართველო) (საიდენტიფიკაციო კო­დი – 205011609) უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადასცეს ამ განკარგუ­ლების დანართში მითითებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ავრანლოში მდებარე 318 728 კვ.მ სა­სოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ხელშეკრულების გა­ფორმებიდან არა უმეტეს 99 წლის ვადით.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტ­რომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონ­მდე­ბლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                           ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია