,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1013 ბრძანებით (ვებგვერდი 31/12/2013; სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016263) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) მოსამსახურე – „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობის პირთა ნუსხის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი;“.
2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) უნდა ეკავოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობის პირთა ნუსხის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;“.
|