საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1183
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1183

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი  ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სა­მი­ნისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქარ­თვე­ლოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2012 წელს უზრუნ­ველ­ყოს:

ა) ქ. ოზურგეთში – კიტა მეგრე­ლა­ძის სახელობის ქუ­ჩის რეაბილი­ტა­ცია;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძი­ებების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური გა­ნ­ვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპა­ლუ­რი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინან­სური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძა­ნებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარე­ბის ფო­ნ­­დის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კო­დი – 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 

    პრემიერ-მინისტრი                       ნიკა გილაური

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია