საქართველოს მთავრობის
განკარგულება №118 1
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 მაისის №972 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების 1.43 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კურორტ ბახმაროს კეთილმოსაწყობად საჭირო სამუშაოები განახორციელოს „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“ .
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური