„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1179
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1179

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის #801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2012 წლის 30 აპრილის #801 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

 „ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2012 წელს განსა­ხორციელებელი ღონისძიებების და­ფინანსება „საქართველოს 2012 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართ­ვე­ლოს მუნიციპალური განვითარე­ბის ფონდისათვის გათვალისწინებული „რეგიონული და მუნიციპალური ინფრას­ტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბი­უჯეტის შემოსავლების, არა­ფინან­სური აქტივების კლებისა და ფინან­სური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქარ­თველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძა­ნებით დამტკიცებული „რეგიონალური განვითარების პროექტი II ნაწილი (იმე­რეთი) (WB)“ (პროგ­რამული კოდი – 25 03 11) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან;“.

 

პრემიერ-მინისტრი                         ნიკა გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია