საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1167
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1167

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინის­ტ­რომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თ­ვ­ელოს კანონით მისთვის განსაზღვრული „ფეხბურთის სახელმწიფო მხარ­დაჭერის პროგრამის“ ასიგნებებიდან უზრუნველყოს ა(ა)იპ – საქარ­თვე­ლოს ფეხბურთის ფედერაციისათვის 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათ­ასი) ლარის გადარიცხვა ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპი­ო­ნატის უმაღლესი ლიგის მატჩების ტელეტრანსლირებისათვის აუცი­ლე­ბ­ელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესყიდვების მიზნით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუ­ფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტ­ით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შეს­ყი­დ­ვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

პრემიერ-მინისტრი                                ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია