ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1151
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1151

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკი­ცებუ­ლი „ტყითსარგებლობის წესის“ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სათბობი შეშით უზ­რუნ­ველსაყოფად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რე­სურსების სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს კახეთის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონ­დიდან სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობით გაცემულ ტე­რიტორიაზე განხორციელებული ჭრების შედეგად დამზადებული და სააგენტოსათვის გადაცემული მერქნული რესურსიდან მოსახლეობის სა­თბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით ლაგოდეხის მუნიციპალი­ტე­ტისათვის 23,7 მ3 სათბობი შეშის გადაცემა.

2. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑7 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის თა­ნახმად სააგენტოს მიერ გადაცემული მერქნული რესურსის ოდენო­ბისათვის, კატეგო­რი­ის მიუხედავად, ბუნებრივი რესურსებით სარ­გებ­ლობისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდა უზრუნველყოს ტყის მერქნიან სახეობათა IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდე­ნობის მიხედვით.

      

პრემიერ-მინისტრი                          ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია