„იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4271
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-31
სარეგისტრაციო კოდი
470.170.000.05.001.002.682
„იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 17.03.2005, მუხ. 60) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროები და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების ეროვნულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 29 დეკემბერი.

№4271–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია