საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
732
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №732

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლების შესახებ

„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისათვის სამცხე‑ჯავახეთის რეგიონში – 200 მ3 და ქვემო ქართლის რეგიონში – 100 მ3 ფოთლოვანი ჯიშის) სათბობი შეშით უზრუნველყოფისას, ტყეკაფის მონიშვნის მომსახურება განახორციელოს უსასყიდლოდ.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია