შპს „ნიუ ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1140
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „ნიუ ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1140

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ნიუ ენერჯისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე‑2 პუნქტისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივა­ტი­ზებო, სარგებლობაში და მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გან­საზღვ­რის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე‑4 მუხ­ლის მე‑2 პუნქტის შესა­ბა­მისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო­მიკისა და მდგრადი განვი­თარების სამინისტროს, რომ შპს „ნიუ ენერჯის“ (საიდენტიფიკაციო კოდი – 205026559) იჯარის ფორმით გადასცეს ქ. დმა­ნის­ში, „ყოფილი სამრეწველო კომბინატის“ ტერიტორიაზე მდებარე, სა­ხელ­მწიფო საკუთრებაში არსებუ­ლი 1 864 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო და­ნიშ­ნულების მიწის ნაკვეთი და მას­ზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა, განაშენიანების ფართობი – 203.5 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №82.01.41.086) შესა­ბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 (რვა) თვის ვადით, ყოველთვი­უ­რი საიჯარო ქირით – 500 (ხუთასი) ლარით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინის­ტრომ  განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

 პრემიერ-მინისტრი                             ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია