სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
967
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 967

2012 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

სათბობი შეშით უზრუნველყოფისას მომსახურების საფასურისგან გათავისუფლების შესახებ

1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქარ­თველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სტრუქ­ტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები 2012-2013 წლების განმავლობაში გათავისუფლდნენ სათბობი შეშით უზ­რუნ­­ველყოფისას ტყეკაფების მონიშვნისა და ხე-ტყისდამზადებისბილე­ თისგაცემის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურ­სების სა­მინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რე­სურ­­სების სააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდე­ბუ­ლე­ბისაგან.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართ­ლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ საქართვე­ლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუ­ქ­ტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართ­ლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე­ბების სათბობი შეშით დადგენილი წესით უზრუნველყოფისას ტყეკაფების მონიშვნისა და ხე-ტყისდამზადებისბილეთისგაცემის მომსახურება 2012-2013 წლებში განახორციელოს უსასყიდლოდ.

პრემიერ-მინისტრი                                                     ნ . გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია