ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 962
2012 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად , საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით „ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განახორციელოს მიმდინარე წლის 1 ივნისს ქ. ბათუმში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული გალა-კონცერტის ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება 298 706 (ორას ოთხმოცდათვრამეტი ათას შვიდას ექვსი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური