საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1125
2012 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით „ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განახორციელოს მიმდინარე წლის 19-20 ივნისს ყირგიზეთში ქართული კულტურის დღეების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური