საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
658
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №658

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

 „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 მარტის №19/03/03 განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტის 5.4 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„5.4. ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულების განმეორებით/დამატებით ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და მათი დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელობა წარმოადგენს გამყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში საპრივატიზებო საფასური მყიდველს არ უბრუნდება, ხოლო მყიდველი ინარჩუნებს ქონებაზე უპირობო საკუთრების უფლებას.“.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია