„მუხურა-ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №502 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
655
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„მუხურა-ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №502 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №655

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 „მუხურა-ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის № 502 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მუხურა-ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №502 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სათანადო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება;

ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ამ განკარგულების შესრულების მიზნით საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №372 დადგენილებით დამტკიცებული „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ამ განკარგულების შესრულების მიზნით საჭირო საქონლის და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;“.

პრემიერ-მინისტრი                                                        ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია