საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1122
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1122

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სა­მინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართ­ველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2012 წელს უზრუნველყოს:

ა) ამბროლაურის წყალარინების და წყალმომარაგების სისტემების რე­აბილიტაცია;

ბ) ახალციხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია;

გ) ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიცი­პა­ლუ­რი განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუ­ნიცი­პა­ლური ინფ­რასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრა­მული კო­დი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუ­ჯე­ტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინან­სური აქ­ტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაო­ბა­ზე“ საქა­რთ­ველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძა­ნე­ბით დამტ­კიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითა­რების ფონ­დის მი­ერ გან­სახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი – 25 03 01) მუხ­ლით განსაზღვრული ასიგნებებიდან;

დ) ამ განკარგულების „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართ­ვე­ლოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ მომზადებული სა­პროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                   ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია