სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
942
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 942

2012 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებითგანხორციელების შესახებ

1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩ ატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენ ი ლი მოთხოვნები.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                           ნ. გილაური

 

                                                                 დანართი

 

ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებები ს ჩატარება , მათ შორის: საქართველოსხელისუფლების ორგანოთა ხელმძღვანელი პირების ვიზიტების ფარგლებში ან/და მათი მონაწილეობით განსახორციელებელი ღონისძიებების, ბიზნეს და საინვესტიციოფორუმების, გამოფენების, პრეზენტაციების, საერთაშორისო კონკურსების, მიღებების, დეგუსტაციების , სავაჭრო მისიებისა და სხვა სოციალური თავშეყრის ღონისძიებების ფარგლებში ან/და პოტენციურ იმპორტიორებ თან პირდაპირი კავშირის დამყარების ას, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზაცია და ადგილობრივი საქონლის ექსპორტის ხელშეწყობისათვის პროდუქციის შესყიდვა და ტრანსპორტირება ;

ბ) საინფორმაციო მომსახურების ცენტრის , სპეციალური სასწავლო კურსების , პროგრამების და ონლაინ სისტემების შექმნა-ფუნქციონირება და გამოყენება:

● საინფორმაციო მომსახურების ცენტრის შექმნა-ფუნქციონირება , სპეციალური სასწავლო კურსების ა დაპროგრამებისორგანიზება და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, სრულყოფა და გამოყენება ;

● მსოფლიო ბიზნესგარემოს შესახებ ონლაინ ბიზნესანალიზის სისტემის გამოყენება, ასევე კლიენტთა მართვის და პროექტების აღრიცხვის ონლაინ სისტემ ის შექმნა , სრულყოფა და გამოყენება .

 

კრებსითი — სრული ვერსია