საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
653
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №653

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, წლიური საბიუჯეტო კანონით „ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და მომღერალ-მოცეკვავე მსახიობთა ხელფასების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება 125 000 (ას ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია