„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
651
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №651

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან ხილისა და ბოსტნეულის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობის, სასათბურე მეურნეობის რეაბილიტაციის, ექსტენციის სადგურების/კვლევითი ცენტრების დაარსების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნისა და მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის ღონისძიებების დაფინანსებისათვის 39 000 000 (ოცდაცხრამეტი მილიონი) ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია