საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
326
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №326

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილი სი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

„ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შექ­­მნისა და შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრე­ზი­დენ­ტის 2011 წლის 15 ნოემბრის № 726 ბრძანებულებით შექმნილი ამ­ო­მ­რჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შეუფერ­ხ­ე­ბ­­­ელი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-5 ნაწილის შე­საბამისად, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა­ქართველოს კანონით დამტკიცებულ პროგრამულ კლასიფიკაციაში და­ა­მატოს პროგრამული კოდი „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზ­რუნ­ველყოფის პროგრამა“ და ამ პროგრამის განმკარგავად განისაზღვროს ამ­ომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროგრამის და­საფინანსებლად „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავ­რო­ბის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კო­მ­ისიას გამოუყოს 1 130 000 (ერთი მილიონ ას ოცდაათი ათასი) ლარი. 

პრემიერ- მინისტრი                                           ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია