„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №418 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
304
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №418 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №304

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №418 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010  წლის 30 მარტის №418 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობის დასაფინანსებლად, ხოლო 60 000 (სამოცი ათასი) ლარი ქალაქ ზუგდიდის ცენტრის (ბულვარის, გზისა და ტროტუარის, შენობების ფასადების, გარე განათების) რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული პირველი ეტაპის საპროექტო სამუშაოებისათვის;“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;“.

პრემიერ-მინისტრი                      ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია