ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 934
2012 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 14 მაისის №04/10238) შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანო) აუქციონის მომწყობი კომისიის მიერ 2010 წლის 11 მარტს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №2ა-ს მე- 6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ მიერ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) 2012 წლის 30 სექტემბრამდე შპს „საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის “ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაზაზე ( ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. № 21ა ( მიწის ( უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01. 14. 03. 040. 258) სისხლის ბანკი ს შექმნა და ამ მიზნით ამავე ვადაში დამატებით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება ;
ბ) ამ განკარგულებით დათქმული მოთხოვნი ს შესრულების უზრუნველსაყოფად, არა უგვიანეს 2012 წლის 10 ივნის ისა , სახელმწიფოს სასარგებლოდ შპს „საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ( ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. № 21ა ( მიწის ( უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01. 14. 03. 040. 258) I და II სართულების ფართ ობი ს მთლიანად და შპს „მედინვესტ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ( ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. № 21ა ( მიწის ( უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 01. 14. 03. 040. 258) V სართულის ფართ ობის ნახევრის იპოთეკით დატვირთვა.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური