საქართველოს მთავრობის
განკარგულება №300
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ ცისკარს “ შორის 2008 წლის 8 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან შპს „ ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა „ ცისკრის “ გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა, აღიარებს რა, რომ ინვესტიციების წახალისება და საინვესტიციო გარემოს დაცვა ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და საინვესტიციო ინიციატივების სტიმულირებას, „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“ და „ ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შპს „ ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა „ ცისკარი “ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ა და შპს „ ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლა „ ცისკარს “ შორის 2008 წლის 8 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების (ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებაზე გამყიდველისთვის ინფორმაციის 6 თვეში ერთხელ წარდგენის ვალდებულება) შეუსრულებლობის გამო დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური