სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
930
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 930

2012 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1 . საქართველოს ტერიტორიაზე 2012 წლის მაისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -19 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი, მათ შორის:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს – 1 250 000 (ერთი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი ) ლარი;

ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტს – 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ახმეტის მუნიციპალიტეტს – 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტს – 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს – 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი;

ვ) თელავის მუნიციპალიტეტს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

ზ) ყვარლის მუნიციპალიტეტს – 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი;

თ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – 1 101 000 (ერთი მილიონ ას ერთი ათასი) ლარი;

ი) გარდაბნის მუნიციპალიტეტს – 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

კ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს – 9 000 (ცხრა ათასი) ლარი.

2 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .

პრემიერ - მინისტრი                                                         ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია