2008 წლის 24 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
638
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
2008 წლის 24 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 638

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

2008 წლის 24 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს „ საქართველოს მთავრობასა და სს „ კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ შორის 2008 წლის 24 ნოემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობას, შპს „ მტკვარი ჰესსა“ და სს „ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დასადები შეთანხმების პროექტი.

2. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.

პრემიერ-მინისტრი                                 ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია