ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
626
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №626

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

 1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 აგვისტოს №1645 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდა 3 673 765 (სამი მილიონ ექვსას სამოცდაცამეტი ათას შვიდას სამოცდახუთი) ლარის ფარგლებში.

 2. მიეცეს უფლება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დამატებითი დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი – 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსებისათვის საჭირო თანხის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფის საკითხი.

პრემიერ-მინისტრი                                          ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია