„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2161-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-03-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-03-27
სარეგისტრაციო კოდი
230000000.05.001.017367
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;“;

ბ) „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:

„ძ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კონკურენციის სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე – სარჩელებზე კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების თაობაზე;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან. 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 მარტი 2014 წ.

N2161-IIს

კრებსითი — სრული ვერსია