|
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას;“. 2. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წიაღით სარგებლობის სფეროში კონკურენციის საკითხები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან. |
ქუთაისი, 21 მარტი 2014 წ. N2162-IIს |