თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღინისძიების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2016
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-13
გამოქვეყნების თარიღი
2013-12-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღინისძიების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 20 1 6

2012 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ზოგიერთი ღინისძიების თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობის თაობაზე .

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება შპს „ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა “ და შპს „ ტავ ურბან საქართველოს “ შორის 2012 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმის , მხარეთა შეთანხმებით შეწყვეტის თაობაზე.

3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ამ განკარგულების მე-2 პუნქტის შესასრულებლად, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. დაევალოს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ უზრუნველყოს ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აწარმოონ მოლაპარაკებები შესაბამის საფინანსო ორგანიზაციებთან ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობისათვის საკრედიტო რესურსის მოძიების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი            ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია