არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დოსტაქარისათვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2050
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „დოსტაქარისათვის“ სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2050

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  „დოსტაქარისათვის“ სახელმწიფო ქონების უსას ყიდ ლო უზ უ ფრუქტის ა და თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანო ნ ის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად , მიეცეს თანხმობა სსიპ - სახელმწიფო ქონების ერ­ოვ­ნულ სააგენტოს , რომ ა(ა)იპ „დოსტაქარს“ (ს/კ 239403203 ) შესაბამისი ხელ­შეკრულებების გაფორმებიდან 10 წლის ვადით გადასცეს:

ა) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ხარაგაულის მუნიციპა­ლი­ტეტ­ში, სოფელ ბორითში მდებარე 10380 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო დანიშ­ნულების მიწის ნაკვეთი და  მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობები № 1, № 2   (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი № 36 . 03 . 33 . 003 ) ;

ბ) თხოვების ფორმით დანართში მითითებული მოძრავი ქონება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალის­წი­ნებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორ­ციელდეს შემდეგი პირობებით:

ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი ) ლარის გრანტის მოზიდვა და გადაცემული ობიექტის სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა;

ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში სამედი­ცინო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება.

3. ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული მოძრავი ქონებ ა თხოვების ფორმით ა(ა)იპ „დოსტაქარს“ გადაეცემა შესაბამისი ხელშეკ­რულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში სამედიცინო საქმიანობის ლიცენ­ზიის მოპოვების პირობით.

4. სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ   განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ა(ა)იპ „დოსტაქართან“ უ სასყიდლ ო უზუფრუქ ­ ტის ა და თხოვების   ხელშეკრულებების  გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ბიძინა ივანიშვილი

ქვეყნდება დანართების გარეშე.

კრებსითი — სრული ვერსია