არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2039
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2039

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების” ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 01 02) გამოყოფილი ასიგნებებიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 50 041 000 (ორმოცდაათი მილიონ ორმოცდაერთი ათასი) ლარის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის № 123 განკარგულების თანახმად გაფორმებული სალიზინგო ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დაფარვის მიზნით 1 950 000 (ერთი მილიონ ცხრაას ორმოცდაათი ათასი) ლარის გადა­რი­ცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეუ­რნ­ეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია