საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2034
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2034

2012 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის (მის . ქ . თბილისი , ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ.N7 (ყოფილი ი. ჭავჭავაძის გამზ. N49 ) აღდგენა-რეაბილიტაციისა და სათანადო კეთილმოწყობის მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი საპროექტო სამუშაოების ჩატარება უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში .

 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო სამუშაოების ჩატარებისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო სამუშაოების შედეგად მიღებული მატერიალური აქტივის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა.

პრემიერ-მინისტრი    ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია