საქართველოს მთავრობის
განკარგულება №283
2012 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამისათვის – „ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი: 27 04 ), გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის სახელმწიფო შესყიდვა, თვეში არა უმეტეს 8000 ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური