საქართველოს მთავრობასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2044
2012 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის სამომხმარებლო ტარიფების შესახებ დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი.
2. ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი