საქართველოს კანონი
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4265–რს