საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2099
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №209 9

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 - ე მუხლის შესაბამისად:

ა ) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის № 218 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1 . სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 19 მუხლის მე - 2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს~ გადაურიცხოს 21 800 000 (ოცდაერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისათვის შესყიდული წყლის პარკის მოწყობილობების აღმართვისათვის საჭირო სამშენებლო სამუშოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო, საზედამხედველო და სხვა სახის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად -11 200 000 (თერთმეტი მილიონ ორასი ათასი) ლარი;

ბ ) ქალაქ ქუთაისში პარლამენტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის მიზნით -10 600 000 (ათი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი .“.

ბ) „თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის № 1358 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. ბათუმში ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვასთან დაკავშირებული პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ბათუმს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი .“.

პრემიერ - მინისტრი ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია